მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოთხოვნა ძირითადად ჰიბრიდულ და დაბალ ძრავიან ავტომობილებზეა - „კავკასიის ავტომარკეტი"

629507b2f14dc
თამთა ჯიჯავაძე
31.05.22 00:00
2191
საქართველოში მოთხოვნა ძირითადად ჰიბრიდულ და დაბალ ძრავიან ავტომობილებზეა, - ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ „კავკასიის ავტომარკეტის" დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახა ლომიძემ ისაუბრა. მისი თქმით, „ტოიოტა პრიუსი“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.

„ახლა ყველაზე მოთხოვნადი იაპონური ავტომობილებია, ვინაიდან აქაური მომხმარებელი ძირითადად გამძლეობაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა დიდი მოთხოვნაა ამერიკულ ავტომობილებზეც, მათ შორის „ფორდზე“, „შევროლეზე“. თუმცა „ტოიოტა“ ყოველთვის ლიდერობს“, - განაცხადა კახა ლომიძემ.

მან ამერიკის ავტობაზარზე ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილების მოხმარების საშუალო ასაკი გაიზარდა.

„პანდემიის პერიოდში მიწოდების ჯაჭვი დაირღვა, ამასთან ისეთ პროდუქტებზე გაჩნდა დეფიციტი, რომლის გარეშე ავტომწარმოებელი ავტომობილს ვერ აწარმოებს. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რომ ადამიანს, რომელსაც ახალი ავტომობილის შეძენა სურს, ერთი წელი და მეტი ხნით უწევს ლოდინი, ამიტომაც მომხმარებელს აქვს რამდენიმე გზა: დაიტოვოს ის ავტომობილი, რომელსაც ფლობს, ან მიმართოს ადგილობრივ ბაზარს, ან კიდევ დაელოდოს დიდი ხნის განმავლობაში ახლის გამოსვლას. ხშირ შემთხვევაში ლოდინი ეზარებათ და ეს იწვევს იმას, რომ ავტომობილების მოხმარების საშუალო ვადა გაიზარდა.

რაც შეეხება დეფიციტს, ამერიკის ბაზარზე დეფიციტი არ არის. ჩვენ ყველგან მიგვიწვდება ხელი, ნებისმიერ აუქციონზე შეგვიძლია მონაწილეობა, თუმცა უმეტესად სადაზღვევო აუქციონებზე, სადაც დეფიციტი არაა, თუმცა გაიზარდა კონკურენცია და მოთხოვნა მეორეულ ავტომობილებზე. შესაბამისად, ამან გამოიწვია ფასების 20%-ით ზრდაც“, - აღნიშნა მან.

აშშ-ში ავტომობილების ექსპლუატაციის საშუალო ასაკმა რეკორდს მიაღწია - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები