მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში მსხვილი ჩინური ინვესტიცია არ გვინახავს და ვერც ვნახავთ" - ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძე

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ აცხადებს, რომ ჩინეთზე ფსონის დადება არის "ბლეფი" და საქართველოში ჯერჯერობით არცერთ ჩინურ მსხვილ მოთამაშეს ინვესტიცია არ განუხორციელებია.

მისი თქმით, ჩინელი ინვესტორები კონსერვატორები არიან, რომლებიც, პირველ რიგში, საინვესტიციო გარემოს უყურებენ. ჯაფარიძის შეფასებით, დღეს საქართველო საინვესტიციოდ არ ვარგა, რადგან მისივე თქმით, დე ფაქტო მთავრობის პირველი პირები დასანქცირებული არიან.

"არცერთი ინვესტიცია საქართველოში ჩინურ კომპანიას არ განუხორციელებია, არ არსებობს. ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევაა თბილისის ზღვაზე. დანარჩენ შემთხვევაში, საქართველოში მსხვილი [ჩინელი] მოთამაშის ინვესტიცია საქართველოში არ გვინახავს და პირდაპირ გეტყვით, ვერც ვნახავთ. ჩინეთის მხრიდან ინვესტიციის მოლოდინი არ მაქვს.

უნდა გვესმოდეს, რომ ჩინელი ინვესტორი არის საკმაოდ კონსერვატიული. პირველ რიგში, ის უყურებს გარემოს და გარემო საინვესტიციოდ დღეს არ ვარგა, იმ პირობებში, როდესაც სანქცირებული ხელისუფლების წევრები გყავს და სანქცირებულია დე ფაქტო მთავრობის მთავარი პირი“ , - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა BMG-ის ეთერში ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტში ჩართული კომპანიის ინვესტირების საკითხში პრობლემაა, ვინაიდან ის ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა. მაშინ, როდესაც ტენდერის პირობებში წერია, რომ არ შეიძლება ტენდერი ისეთმა კომპანიამ მოიგოს, რომელშიც სახელმწიფოს წილი 50%-ზე მეტია. ამასთან, ყველა სიკეთესთან ერთად, კომპანია არის დასანქცირებული. შესაბამისად, ჯაფარიძე ამ პროექტის პროგრესს არ ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები