მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში, მწვანილის მთავარი იმპორტიორი ირანია - სად ვყიდით/ვყიდულობთ?

მწვანილი

წელს, საქართველოში მწვანილის იმპორტი თანხაში 55.3%-ით გაიზარდა, მოცულობით კი, 38.5%-ით შემცირდა. მთავარი იმპორტიორი, რომელზეც 48.1% მოდის ირანია.

გაძვირებული იმპორტის პარალელურად, თანხაში 26.8%-ით შემცირდა ექსპორტიც. მოცულობაში კი, კლება 25.9%-ია.

TOP-5 საექსპორტო ქვეყანა 2024 წლის 6 თვეში:

  1. უკრაინა - 1.7 მლნ აშშ დოლარის 1,359 ტონა;
  2. რუსეთი - 434 ათასი აშშ დოლარის 530 ტონა;
  3. მოლდოვა - 228.1 ათასი აშშ დოლარის 108.5 ტონა;
  4. რუმინეთი - 100.5 ათასი აშშ დოლარის 68.6 ტონა;
  5. სომხეთი - 7.1 ათასი აშშ დოლარის 5.7 ტონა.

TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა 2024 წლის 6 თვეში:

  1. ირანი - 229.6 ათასი აშშ დოლარის 346.3 ტონა;
  2. სომხეთი - 197.4 ათასი აშშ დოლარის 325.1 ტონა;
  3. ნიდერლანდები - 23.7 ათასი აშშ დოლარის 6.1 ტონა;
  4. უზბეკეთი - 17. 1 ათასი აშშ დოლარის 15.6 ტონა;
  5. თურქეთი - 11.9 ათასი აშშ დოლარის 23.6 ტონა.

ვის ეკუთვნის მწვანილის TOP-10 ექსპორტიორი კომპანია?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები