მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის მწვანილის TOP-10 ექსპორტიორი კომპანია?

მწვანილი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, წელს, ყველაზე მეტად 58%-ით მწვანილი გაძვირდა, რომლის ექსპორტიც იანვარ-მაისში 22.4%-ით არის შემცირებული.

საქართველოდან გასულ წელს 3.3 მლნ აშშ დოლარის 2 862 ტონა მწვანილი გაიყიდა, მიმდინარე წელს კი, 2,7 მლნ აშშ დოლარის 2 219 ტონა მწვანილი.

საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

  • უკრაინა - 1.7 მლნ აშშ დოლარის 1 403 ტონა;
  • რუსეთი - 434 ათასი აშშ დოლარის 530 ტონა;
  • მოლდოვა - 228.1 ათასი აშშ დოლარის 108 ტონა;
  • რუმინეთი - 121.2 ათასი აშშ დოლარის 82 ტონა;
  • ბულგარეთი - 113.2 ათასი აშშ დოლარის 69.5 ტონა.

პროდუქცია მცირე რაოდენობით გაიყიდა სომხეთსა და აზერბაიჯანში.

BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელია მწვანილის ექსპორტიორი TOP-10 კომპანია საქართველოდან. უწყება კომპანიებს რეიტინგის მიხედვით არ ალაგებს.

TOP-10 კომპანია და მათი მფლობელები კი შემდეგია:

  1. ინდმეწარმე ლალი ონიაშვილი;
  2. შპს მწვანე მდელო - კომპანიის წილის 100% კახაბერი ყავლაშვილის საკუთრებაა;
  3. შპს ბეგი - კომპანია ბერიკა მშვენიერაძეს ეკუთვნის;
  4. შპს ლევ7 - კომპანია სრულად ლევან შალიკიანის საკუთრებაა;
  5. შპს ნაცფუთიფოთი - ამ შემთხვევაში მესაკუთრე ვეფხვია კვარაცხელიაა;
  6. შპს სამეფო სოფელი - წილის 67% მალხაზ ბოჭორიშვილის საკუთრებაა, 33 კი, ანრი მარგველაშვილის;
  7. შპს რუსო 22-ის წილის 100%-ს რუსუდან რიჟვაძე ფლობს;
  8. შპს ნათს ფუდი სენაკი - კომპანია იამზე ვერულაშვილის საკუთრებაა;
  9. შპს ექსპორტ ჯორჯია - კომპანია ზაზა დავითაძის საკუთრებაა;
  10. შპს აგრობიზნეს სერვისი - კომპანია კობა ფუტკარაძის საკუთრებაა.

რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა 39.6%-ით შემცირდა, თანხაში კი, 55%-ით გაიზარდა. მთავარი იმპორტიორი ირანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები