მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანილის ექსპორტი თითქმის განახევრდა - "ფრუტილია"

მწვანილი

წლების განმავლობაში საქართველოში მოყვანილი მწვანილი მოთხოვნადი საექსპორტო პროდუქტი იყო. მწვანილი ექსპორტზე გადიოდა მეზობელ ქვეყნებში, თუმცა დღეს ამ მიმართულებით როგორც აგროპროდუქტების ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, მდგომარეობა შეცვლილია.

კომპანია “ფრუტილიას” დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ დღეისთვის მწვანილის ექსპორტი განახევრებულია. მისი თქმით, ირანს და უზბეკეთს მწვანილის მოყვანა ღია გრუნტის პირობებში ბევრად უფრო იაფი უჯდება, რასაც ქართული კონკურენციას ვეღარ უწევს.

“ის მოცულობები, რაც ადრე იყო, შემცირებულია, თითქმის განახევრდა მწვანილის ექსპორტი. იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში მუშახელის დეფიციტია და ფერმერები საუბრობენ იმაზე, რომ უკვე უჭირთ ადამიანების დასაქმება, ფიზიკურად არ არის კადრი, ადამიანების გადინება მოხდა. ასევე მზარდი კონკურენციაა იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებსაც უკეთესი პირობები გააჩნიათ ენერგომატარებლების კუთხით, მუშახელის კუთხით და შესაბამისად, ამ მზარდი კონკურენციის პირობებში ჩვენი მწარმოებლები და ექსპორტიორები ცდილობენ, რომ რაოდენობები მაქსიმალურად შეზღუდონ ან ექსპორტის მიმართულება შეაჩერონ", - ამბობს კომპანია “ფრუტილიას” დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

“ტარხუნა 80 ლარამდე გაიაფდა, 1 კვირის წინ კილოგრამი 300 ლარი ღირდა”- იმერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები