მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში მზის პანელების იმპორტი 12-ჯერ, ქარის ტურბინების კი - 4.5-ჯერ გაიზარდა

ელექტროსადგურები

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და $50 მილიონს მიაღწია. კერძოდ, 12-ჯერ მოიმატა მზის პანელების იმპორტმა და ის $30 მილიონს შეადგინა, ხოლო ქარის ტურბინა-გენერატორების იმპორტმა 4.5-ჯერ მოიმატა და $20 მილიონი შეადგინა.

2025 წლიდან საქართველოში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების იმპორტის ზრდა შეიმჩნევა. კერძოდ ელექტროგენერატორული დანადგარების და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელების იმპორტი 93 მილიონ დოლარამდე (ოთხჯერ) გაიზარდა, რაც ძირითადად ქარის ტურბინა გენერატორების იმპორტს უკავშირდებოდა. მზის პანელების იმპორტი კი 80%-ით გაიზარდა და $24 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მხოლოდ 2026 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელი, როცა მზის პანელების იმპორტი $30 მილიონი იყო, მთლიანად 2025 წლის მაჩვენებელზე მეტია.

განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მატება დაკავშირებულია ქვეყანაში მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის მაღალ ტემპთან, რადგან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორები ქვეყნის მასშტაბით ასობით მეგავატის ენერგოპროექტებს ავითარებენ. 2025 წელს მზის ექვსი მცირე ელექტროსადგური შევიდა ექსპლოატაციაში, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს მსხვილი მზის სადგურების მშენებლობის პროცესი, ასევე 2026 წლის მარტში კასპის მიმდებარედ სატესტო რეჟიმში გაეშვა ქვეყანაში რიგით მეორე ქარის ელექტროსადგური 19 მეგავატის დადგმული სიმძლავრით, ხოლო უახლოეს თვეებში კი გორის მიმდებარედ 200-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის გახსნა იგეგმება, მარნეულის მიმდებარედ კი 100-მეგავატიანი მზის ელექტროსადგური შენდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები