მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ნარკოდანაშაული გაიზარდა - შსს-ს სტატისტიკა

ნარკოტიკი
05.02.24 13:28
480

საქართველოში ნარკოდანაშაული გაიზარდა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც 2023 წელს საქართველოში კრიმინალის აღრიცხულ სტატისტიკას და გახსნილ დანაშაულებს შეეხება. 2023 წელს საქართველოში სულ 54,177 დანაშაული აღირიცხა, რაც 2022 წელთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია, თუმცა ამ დანაშაულებს შორის გაზრდილია ნარკოდანაშაულის რაოდენობა, რამაც მთლიანი დანაშაულების 12% შეადგინა. სულ ნარკოდანაშაულების რაოდენობა 6,594 იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 21%-ით მეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, მაღალია ამ კატეგორიის დანაშაულებში გახსნილი საქმეების რაოდენობა, რაც გასულ წელს 6,172 ანუ მთლიანი შემთხვევების 94% იყო. ამასთან, გამოვლენილი საქმეების ნახევარზე მეტი აღრიცხული იყო 260-ე მუხლით, რომელიც მოიცავს "ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების
უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას" - შსს-მ ამ დანაშაულების 91% გახსნა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ კანაფის პერსონალურ მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, 2023 წელს 1,600-ს შეადგენდა მცენარე კანაფის "უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღების" მუხლით გამოვლენილი საქმეების რაოდენობა.

წლების მიხედვით გამოვლენილი დანაშაულების სტატისტიკიდან ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით დანაშაულების გამოვლენას ზრდის.

დანაშაულის სტატისტიკა
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები