მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი დასრულდა

ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი კობახიძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მთავარი მოვლენა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა იყო. სხდომა საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დღის წესრიგი, მათ შორის:

  • ვაჭრობის მოცულობის გაზრდის პერსპექტივები;
  • თანამშრომლობა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში;
  • რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები