მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ოქრო გაძვირდა

ზარაფხანა
გიგა ბენია
09.03.24 10:00
1226
სტატიაში საუბარია:

საერთაშორისო ბირჟაზე უნცია ოქროს ღირებულება 2165 დოლარს უკვე გადასცდა. საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასის რეკორდულად გაზრდის ფონზე, საქართველოში ოქრო ძვირდება. "ოქროს ბირჟაზე" ამბობენ, რომ ყველა სახის ოქროზე ღირებულება 10%-ით გაიზარდა. რეალიზატორები ფასების კიდევ უფრო მატებას ელიან

"ჩაბარების ფასი თუ 100 ლარიდან 102 ლარამდე იყო, ახლა 102-დან 105 ლარამდეა. ნივთების ღირებულება 130 ლარიდან 150 ლარის ჩათვლითაა. ყველა სახის ოქროა გაძვირებულია და გაძვირების მოლოდინი არის. ჩემი აზრით, 115-დან 120 ლარამდე გაძვირდება", - განაცხადა ბრილიანტისა და ოქროს ექსპერტ - შემფასებელმა, გულიკო მორჩილაძემ.

"გალტ ენდ თაგარტის" ანგარიშით, მსოფლიოში მიმდინარე ომები და უმეტეს ქვეყნებში დაგეგმილი არჩევნები ოქროს ფასზე დადებითად იმოქმედებს, რადგან ინვესტორები გეოპოლიტიკურ რისკებს აჰეჯირებენ. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ოქროს ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი 2023 წელს აშშ-ს რეგიონული ბანკების კრიზისი იყო, როცა სამი პატარა და საშუალო ზომის ბანკი გაკოტრდა, რამაც თავის მხრივ მსოფლიოს მასშტაბით ბანკების აქციების კლება, ხოლო ოქროზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. აშშ-ს საბანკო სექტორის რყევის შიშის დაბრუნებამ 2024 წლის მარტის პირველ დღეებში ოქროს ფასი კიდევ ერთხელ რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა.

ამჟამად ოქროს ფასს FED-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინები განსაზღვრავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები