მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს ელიან

ბელგია საგარეო მინისტრი

დღეს, ორი დღით საქართველოს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვევა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი.
 
ვიზიტის ფარგლებში, აჯა ლაბიბი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ასევე, აჯა ლაბიბი ეწვევა საოკუპაციო ხაზს  და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას, იგი ასევე  პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.
 
ვიზიტის ფარგლებში, აჯა ლაბიბი ასევე შეხვდება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს.