მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარჩიაშვილმა EU-ს ელჩს ევროკავშირთან დასაახლოებლად გატარებულ ზომებზე ანგარიში გადასცა

643fe907c198a
მარიამ ვარადაშვილი
19.04.23 17:29
492
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ელჩს ევროკავშირთან დასაახლოებლად გადადგმულ ნაბიჯებზე ანგარიში გადასცა. 

კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიში გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად, პირველად მომზადდა. დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები.

“აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს ე.წ. კოპენჰაგენის თემატური კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს, რაც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს.

ევროკომისიის შეფასების ანგარიში გამოქვეყნდება 2023 წლის შემოდგომაზე, რის საფუძველზეც, 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს.

ანგარიშთან ერთად, ევროკავშირის ელჩს გადაეცა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრისადმი, საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ, გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი მოიცავს ყოვლისმომცველ ინფორმაციას, მათ შორის შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს ყველა მიმართულებით”,-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები