მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41.7%-ით შემცირდა

5edf38953cc67
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.20 11:20
1591
2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების მოცულობამ $165.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 41.7%-ით ნაკლებია. 

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სია და წინა წელთან შედარებით ინვესტიციების კლება/მატება ასეთია:

  • გაერთიანებული სამეფო - $73 მლნ ზრდა წინა წელთან 19% ; 
  • აშშ - $28 მლნ  კლება წინა წელთან 34% ; 
  • პანამა - $19 მლნ  კლება წინა წელთან -57% ; 
  • დანია - $11 მლნ  კლება ზრდა წელთან 6% ; 
  • ნიდერლანდი - $11 მლნ  კლება წინა წელთან -112% ; 
  • თურქეთი - $11 მლნ  კლება წინა წელთან -84% ; 
  • რუსეთი - $10 მლნ ზრდა წინა წელთან 71% ; 
  • მარშალის კ-ები - $9 მლნ  ზრდა წინა წელთან 80% ; 
  • ლუქსემბურგი - $8 მლნ  ზრდა წინა წელთან 330% ; 
  • იაპონია - $7 მლნ  კლება წინა წელთან -56% ; 
  • ერაყი - $7 მლნ  კლება წინა წელთან -524% ; 
  • მალტა - $4 მლნ  კლება წინა წელთან -114% ; 
  • გერმანია - $3 მლნ  კლება წინა წელთან -17% ; 
  • ინდოეთი - $3 მლნ კლება წინა წელთან -3% ; 
  • ლატვია - $2 მლნ  ზრდა წინა წელთან 309% ; 
  • კაიმანის კ-ბი - $2 მლნ  კლება წინა წელთან -163% ; 
  • შვეიცარია - $2 მლნ  კლება წინა წელთან -67% ; 
  • სომხეთი - $2 მლნ კლება წინა წელთან -51% ; 


2020 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 94.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 57.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი - 34.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 15.8 მლნ. აშშ დოლარით.

ეკონომიმის ცალკეული სექტორების მიხედვით, ინვესტიციების კლება/მატება ასეთია:

  • საფინანსო სექტორი  - $94,89 მილიონი, ზრდა წინა წელთან 96% ; 
  • უძრავი ქონება  - $34,01 მილიონი, კლება წინა წელთან -127% ; 
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $19,13 მილიონი, კლება წინა წელთან -51% ; 
  • სასტუმროები და რესტორნები - $15,75 მილიონი, კლება წინა წელთან -76% ; 
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - $10,41 მილიონი, ზრდა  წინა წელთან 22% ; 
  • მშენებლობა - $7,70 მილიონი, კლება წინა წელთან 0% ; 
  • დამამუშავებელი მრეწველობა - $4,47 მილიონი, კლება წინა წელთან -76% ; 
  • ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - $3,51 მილიონი, ზრდა  წინა წელთან 354% ; 
  • სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $-1,02 მილიონი, კლება წინა წელთან -133% ; 
  • ენერგეტიკა - $ -26,45 მილიონი, კლება წინა წელთან -154% ; 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები