მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზით დაავადებების რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

5f23fb2bd9178
ვიქტორია მღებრიშვილი
31.07.20 21:00
872

2019 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 11.0%-ით შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლების სტატისტიკურ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ჯანდაცვის სექტორის 2019 წლის მაჩვენებლებში აღნიშნულია, რომ ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს 2015 წელს აღწევდა.

2018 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა, დაავადებათა ძირითადი ჯგუფების უმეტესობაში, შემცირების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ზოგიერთი

  • ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა შემცირდა 7.4 %-ით;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების - 13.5%-ით;
  • კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების - 12.3%-ით;
  • შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების - 21.6%-ით;
  • ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის - 0.3%-ით;
  • პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის - 30.3%-ით;
  • ხოლო თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები შემცირებულია 36.4%-ით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან საქართველოში მოსახლეობაში ყველაზე მეტად სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 32.8%), საჭმლის მომნელებელი სისტემისა (17%) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (7.9%) ავადმყოფობებია გავრცელებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები