მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პირველად ელექტრონული კომერციის დღე გაიმართება

eCommerce Day 2023
BM. GE
11.10.23 19:09
83

კონფერენცია 25 ოქტომბერს, იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით თბილისის “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” ჩატარდება.

ელექტრონული კომერციის დღე მიზნად ისახავს ადგილობრივი და მსოფლიო მასშტაბის კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანებას, რაც კავშირების დამყარების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობაა.

საქართველოს ეწვევიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Amazon Pharmacy, Rakuten Viber, Glovo, Evido x Meta და სხვა.

საქართველო პირველად უმასპინძლებს “ელექტრონული კომერციის დღეს” და საკმაოდ ამბიციური მიზანიც გვაქვს დასახული: დავაკავშიროთ ადგილობრივი და მსოფლიო დონის კომპანიები ერთმანეთს, მათ შორის ხანგრძლივი პარტნიორობის პერსპექტივით, გაძლიერდეს იქომერს ინფრასტრუქტურა და რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ დაიწყოს ამ მიმართულებით განვითარება.

დიდი მოლოდნები და შემართება გვაქვს, ბევრი საინტერესო კომპანია იღებს მონაწილეობას და გვსურს, კონფერენციამ ყოველწლიური ღონისძიების სახე მიიღოს.” - აცხადებს იქომერს ასოციაცია საქართველოს თავმჯდომარე ლადო კანდელაკი.

სპიკერები, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, განიხილავენ იქომერსის მომავალს, გამოწვევებს, ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტს, გადახდებს, მიწოდების ჯაჭვის მართვას / ლოგისტიკას და ციფრულ მარკეტინგს.

eCommerce Day 2023-ის მონაწილე კომპანიები და პარტნიორები არიან:

  • Amazon Pharmacy
  • Aversi
  • Bank of Georgia Business
  • CALEN AI
  • Evido x META
  • GITA
  • Glovo
  • Homeview.ai
  • HT Solutions
  • ISAC
  • PAYZE
  • Phubber
  • Soplidan.ge
  • Qisabags
  • Retain
  • Tegeta Holding
  • TNET
  • UN Women Georgia
  • UniPAY
  • USAID
  • USAID Economic Security Program
  • Store
  • Viber
  • VISA
  • Wowchy

პარტნიორები არიან: თეგეტა ჰოლდინგი, USAID Economic Security Program, USAID Economic Governance Program, საქართველოს ბანკი ბიზნესი და Visa.

ღონისძიების მედიაპარტნიორია: TNET

იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის გარემოს ხელშეწყობის და გაუმჯობესების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ მიზნებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები