წელს პირველად, ევრაზიის პოკერის ტურს (EAPT), საქართველო უმასპინძლებს. ღონისძიება 7 სექტემბერს დაიწყება და 15 სექტემბრამდე გასტანს. საერთაშორისო ტურნირს, წელს პირველად, ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს. საერთაშორისო ტურნირი 2013 წელს დაარსდა და ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 1000-მდე მოთამაშე მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან. საპრიზო ფონდი კი 350 000$-ს შეადგენს.
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ როგორც პროფესიონალი ასევე პოკერის მოყვარული მოთამაშეები.
საერთაშორისო ტურნირი ბათუმში „ეკლიფს“ პოკერ კლუბის ორგანიზებით ტარდება, რომელიც საქართველოში ერთ ერთი ყველაზე მსხვილი კაზინო „ეკლიფსის“ ბაზაზე შეიქმნა. კლუბის ეგიდით, სისტემატურად ტარდება პოკერის ტურნირები, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი ასევე უცხოელი მოთამაშეები.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური სპორტული ტურნირი საქართველოს სპორტული პოკერის ასოციაციის მხარდაჭერით იმართება. ასოციაციის მთავარი მიზანია პოკერის, როგორც სპორტის და ინტელექტუალური თამაშის განვითარება. ასოციაცია სისტემატურად აორგანიზებს ლოკალურ და საერთაშორისო ტურნირებს, ასევე, აქტიურად მუშაობს პოკერის კულტურის განვითარებაზე რეგიონში.
ორგანიზაცია ასევე, აქტიურად მუშაობს პოკერის კულტურის განვითარებაზე რეგიონში. ევრაზიის პოკერის ტური (EAPT) ერთ ერთი წამყვანი ღონისძიებაა რეგიონში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან. მისი მიზანია პოკერის, როგორც
ინტელექტუალური თამაშის, განვითარება საერთაშორისო დონეზე, ასევე რეგიონის მასშტაბით ტურისტული ლოკაციების განვითარება. სწორედ ამ მიზნით შეირჩა, საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად ქალაქი ბათუმი.