ჩეხეთის საგარეო უწყება წერს, რომ შოკირებული არიან გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტით და მოუწოდებენ ოფიციალურ ორგანოებს, გამოიძიონ მომხდარი.
"შოკირებული ვართ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმით. საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ კიდევ ახალ დონეს მიაღწია. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გამოუძიონ მომხდარი და პოლიტიკური და სამოქალაქო ოპოზიციის წინააღმდეგ შემდგომი ძალადობა აღკვეთონ", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავს, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესხნენ, რის შედეგადაც გიორგი გახარია ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
გახარიაზე ძალადობის ფაქტი დაგმო არა ერთმა პარტნიორმა ქვეყანამ და მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსებმა. "ქართული ოცნების" პრემიერი და ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ძალადობა თავად გახარიამ დაიწყო.
ირაკლი კობახიძე: გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება




























