მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე: გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება

კობ

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ძალადობრივი დაპირისპირება გიორგი გახარიამ წამოიწყო. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

„როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება,“- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავს, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესხნენ, რის შედეგადაც გიორგი გახარია ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები