საქართველოს პომიდვრის იმპორტი შეუმცირდა, ხოლო შესყიდვის ხარჯი გაეზარდა.
საქსტატის მონაცემებით, წელს, საქართველომ პირველ 3 თვეში $5,3 მლნ-ის ღირებულების 7,522 ტონა პომიდორი შეიძინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 7,800 ტონა პომიდორი იყიდა, რომელშიც $3,3 მლნ გადაიხადა.
მონაცემები ცხადყოფს, რომ წელს, საქართველოს იმპორტი 3.5 %-ით შეუმცირდა. ამის პარალელურად, შესყიდვის ხარჯი 59.3%-ით გაეზარდა.
ქვეყანამ პომიდორი 5 ქვეყნიდან შეიძინა, საიდანაც მთავარი სავაჭრო ბაზარი თურქეთის სახით გამოიკვეთა. მისი წილი მთლიან პომიდვრის იმპორტში 96%-ია. თურქეთიდან საქართველომ იანვარ-მარტის თვეებში $5,1 მლნ-ის 7,224 ტონა პომიდორი იყიდა. თუმცა საგულისხმოა, რომ ამ ბაზარზე იმპორტის კლება შეინიშნება. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს, საქართველომ თურქეთიდან $3,3-ის 7,762 ტონა პომიდორი იყიდა. ეს კი ნიშნავს, რომ თურქეთიდან იმპორტი საქართველოს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.9%-ით შეუმცირდა.
პომიდვრის მთავარი იმპორტიორი ბაზრები ჩამონათვალი ასეთია (2025/3თვე):
- თურქეთი - $5,1 მლნ, 7,224 ტონა;
- აზერბაიჯანი - $156 ათასი, 235 ტონა;
- ირანი - $36 ათასი, 51 ტონა;
- ესპანეთი - $14 ათასი, 7 ტონა;
- ნიდერლანდები - $9 ათასი, 3 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ 2025 წლის პირველ 3 თვეში $1,3 მლნ-ის ღირებულების 1,004 ტონა პომიდორი გაყიდა. მაშინ როდესაც, 2024 წელს, ქვეყანას, ანალოგიურ პერიოდში 1,826 ტონა პომიდორი ჰქონდა რეალიზებული, რაშიც $2,6 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას წელს ექსპორტი 45%-ით შეუმცირდა.
წელს საქართველომ ექსპორტი 2 ქვეყანაში გაიტანა. კერძოდ სომხეთსა და რუსეთში. სომხეთიდან ქვეყანამ $1,2 მლნ-ის შემოსავალი მიიღო და ამ ბაზარზე 887 ტონა პომიდორი გაყიდა, ხოლო რუსეთში, $131 ათასის ღირებულების 116 ტონა პომიდვრის ექსპორტი გაიტანა.




























