მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პროდუქტის უსაფრთხოებაზე კონტროლი გამკაცრდება

საქართველოში პროდუქტის უსაფრთხოებაზე შესაძლოა, კონტროლი გამკაცრდეს. ამას „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილება“ ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა. დოკუმენტის მიხედვით, თუ ეკონომიკურმა ოპერატორმა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების საფუძველზე არ შეაჩერა პროდუქციის რეალიზაცია, ასევე არ ამოიღო ან არ გაანადგურა, მასზე მკაცრი საჯარიმო სანქცია გავრცელდება, რაც 1500-ლარიდან 12 ათას ლარამდე მერყეობს. ამასთან, კანონს ემატება ახალი სამართალდარღვევის სახეობა, რომლის მიხედვითაც, წესდება პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა და დგინდება აღნიშნულის ჩადენაზე შესაბამისი ჯარიმები, რაც სამართალდარღვევის სიმძიმისა და სპეციფიკის მიხედვითაა დიფერენცირებული და 500 ლარიდან - 5000 ლარამდე განისაზღვრება. რამდენად პრევენციული ხასიათი ექნება საჯარიმო სანქციების გამკაცრებას და რამდენად არღვევენ ბიზნესოპერატორები პროდუქციის ბაზარზე განთავსების სტანდარტებს?

სტუმარი: ეკა გიგაური - სურსათის უვნებლობის ექსპერტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები