მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პროგრამირების სფეროში მედიანური ანაზღაურება 4,500 ლარია - Techsurvey 2022

640efc72171f8
BM.GE
13.03.23 19:00
2675
გამოქვეყნდა Techsurvey 2022-ის შედეგები, რომელიც საქართველოს პროგრამირების სექტორის გამოკითხვას ისახავდა მიზნად. გამოკითხვაში მონაწილეობა 376-მა ადამიანმა მიიღო, რომლებიც პროგრამირების სხვადასხვა სფეროში, განსხვავებული მიმართულებებით საქმიანობენ. 

კვლევის მიხედვით, სექტორის მედიანური ანაზღაურება 4,500 ლარს შეადგენს.

კვლევის ძირითადი მიზნები ასე ნაწილდებოდა:

● როგორი გადანაწილებაა IT სფეროში ასაკობრივი კუთხით და რა არის საშუალო/მედიანური ანაზღაურება თითოეული ასაკისთვის?
● როგორი გადანაწილებაა IT სფეროში გენდერული კუთხით და ანაზღაურების კუთხით?
● რომელი ტექნოლოგია და Framework-ებია ყველაზე მეტად გავრცელებული ქართველ დეველოპერებში?
● როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ასაკი, გამოცდილება და სამუშაოს ანაზღაურება ?
● არის თუ არა კავშირში Software Practice-ები და ანაზღაურება ერთმანეთთან?
● რა არის საშუალო/მედიანური ანაზღაურება სფეროში?
● იმოქმედა თუ არა პანდემიამ შემოსავალზე?
● ძირითადად რა სახის კომპიუტერულ ტექნიკას იყენებენ დეველოპერები სამუშაოს შესასრულებლად?

გამოკითხულთა 87% დასაქმებული იყო, ამასთან კვლევაში მონაწილეთა 90% მამაკაცი იყო. კვლევის მიხედვით, მამაკაცებსა და ქალ დეველოპერებს შორის მედიანური ანაზღაურბა თანაბარი იყო.

გამოცდილების წლების რაოდენობის მიხედვით, ერთიდან ორ წლამდე გამოცდილების მქონეთა მედიანური ანაზღაურებები 2,500 ლარს შეადგენს; 2-4 წლის გამოცდილებით მედიანური ანაზღაურება 5,500 ლარია, 4-6 წლის მონაკვეთის მედიანური ანაზღაურება 8,500 ლარი, 6-9 წლის გამოცდილებით კი მედიანური ანაზღაურება 12,500 ლარია.

რატომ მედიანური ხელფასი - ეს მაჩვენებელი საშუალოსთან შედარებით უფრო კარგი ტიპური მნიშვნელობაა იმ შემთხვევაში, როცა მონაცემთა განაწილება ასიმეტრიულია და/ან მონაცემებს შორის არის ექსტრემალური მნიშვნელობები (ძალიან მაღალი ან ძალიან და დაბალი ხელფასი). საქართველოს მაგალითზე, ქვეყანაში საშუალო ხელფასი geostat-ის მიხედვით 1595 ლარია, თუმცა მედიანური ხელფასი 900 ლარს შეადგენს



კვლევის შედეგების მიხედვით, მაღალი აკადემიური მოსწრება არ არის დაკავშირებული პირდაპირ მაღალ შემოსავლებთან.


სრულად კვლევის მიგნებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

კვლევა 2018 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები