საქართველოში რეგულირების ქვეშ ქიმწმენდის ობიექტების საქმიანობა მოექცევა. ობიექტების ფუნქციონირება წლების განმავლობაში უკონტროლო იყო. სექტემბრიდან კი ახალი წესები ამოქმედდება, რომელთა აღსრულებას შრომის ინსპექცია და გარემოს ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებენ. მკაცრად გაკონტროლდება ობიექტების მიერ გამოყოფილი მავნე ნივთიერებების რაოდენობა და დასაქმებულთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტანდარტები.ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების კონცენტრაციის მონიტორინგი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქიმწმენდის თანამშრომლებისა და ახლოს მცხოვრები ადამიანების ინტოქსიკაციის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.