მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში "ნატოს" სტანდარტის ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების დაწყება იგეგმება - Tam Management

644fe3de21c0f
შოთა ტყეშელაშვილი
01.05.23 20:17
1579
ქართული საავიაციო კომპანია Tam Management-ი ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების დაწყებას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ როგავამ გადაცემა “Forbes-ის კვირის” ეთერში განაცხადა. როგავას განმარტებით, ამ პროექტში მათი პარტნიორი თურქული კომპანიაა.

“ჩვენმა კომპანიამ თურქულ კომპანიასთან დადო ხელშეკრულება და ვაპირებთ ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას. 9-მილიმეტრიანის და NATO-ს სტანდარტის შეიარაღების. ერთობლივად საქართველოში ჩვენ ავაწყობთ ცეცხლსასროლ იარაღს,”- განაცხადა მიხეილ როგავამ.

მიხეილ როგავამ ასევე ისაუბრა Tam Management-ის გეგმაზე შექმნას ქართული სამხედრო დრონი, რომელსაც მოიერიშე და სადაზვერვო ფუნქციების შესრულება შეეძლება. ამ პროექტისთვის Tam Management-ის ქვე-კონტრაქტორები ევროპული კომპანიები იქნებიან, რომლებიც დრონის მართვის სისტემებზე იმუშავებენ.

“ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოში შეიქმნას პირველი ულტრა-თანამედროვე დარტყმითი უპილოტო საფრენი აპარატი. ახლა მიმდინარეობს წარმოებისთვის სამზადისი პროცესები. შემოგვაქვს გარრკვეული დანადგარები, მიმდინარეობს ჩვენი პერსონალის ტრენინგი და მოლაპარაკებები სხვადასხვა სისტემებზე, რომლებიც დრონის მართვისთვის არის განსაზღვრული. მაგალითად უშუალოდ მართვის სისტემები იქნება ევროპული,”- განაცხადა მიხეილ როგავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები