მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 82%-ის ასაკი 10 წელს აჭარბებს

ავტომობილები

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 1 680 436 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც წლიურად 7.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის უდიდესი ნაწილი მოძველებულია, ვინაიდან რეგისტრირებული ავტომობილების 82%-ის ასაკი 10 წელს აღემატება. ავტომობილები ასაკის მიხედვით ასე ნაწილდება:

  • 210 700 ავტომობილის ასაკი 5-დან 10 წლამდეა;
  • 46 500 ავტომობილის 2-დან 5 წლამდე;
  • 33 000 ავტომობილის 2 წელი ან ნაკლებია;
  • 7 300 ავტომობილის ასაკი უცნობია.

2024 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვა დაწესდა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ვერ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ევრო 5 ნორმას ვერ აკმაყოფილებს. რეგულაცია უკვე აისახა იმპორტზე და იანვარში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 48.1%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები