მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა

ავტომობილები

საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში 1 534 600 მსუბუქი ავტომობილია რეგისტრირებული.

წლის ჭრილში მაჩვენებელი 6.7%-ით გაიზარდა და რეკორდულია, რადგან პირველად გადააჭარბა 1.5 მილიონ ერთეულს.

მაჩვენებელი წლიდან წლამდე მზარდია და 1 მლნ ერთეულს პირველად 2017 წელს გადააჭარბა. რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების გასული წლების სტატისტიკა ასეთია:

  • 2020 წელი - 1 190 100 ერთეული
  • 2021 წელი - 1 265 900 ერთეული
  • 2022 წელი - 1 333 000 ერთეული
  • 2023 წელი - 1 438 600 ერთეული
  • 2024 წელი - 1 534 600 ერთეული

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების 81.2%-ის, ანუ 1.2 მლნ ავტომობილის ასაკი 10 წელზე მეტია, 18.7%-ის ასაკი 10 წელი ან ნაკლებია, მხოლოდ 1.8%-ის ასაკია 2 წელზე ნაკლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები