მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში, როგორც ევროპაში, ერთი ტერმინალით იქნება შესაძლებელი მომხმარებელმა მომსახურება მიიღოს - პაატა კვიჟინაძე

საბანკო ბარათი პოსტერმინალი

პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

ცვლილებების ერთ-ერთი ავტორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტით ბევრი საინტერესო სიახლე შემოდის. მათ შორისაა საბანკო ბარათებით გადახდებში "სმარტ როუტინგის", ანუ "ჭკვიანი მარშრუტიზაციის" ინიციატივა.

"შემოდის ე.წ.სმარტ რაუტინგი იგივე „ჭკვიანი მარშრუტიზაცია“, რაც ნიშნავს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვას საბანკო სფეროში. კერძოდ, ისე როგორც ევროპაშია ერთი ტერმინალით, შესაძლებელი იქნება მომხმარებელმა უნივერსალური მომსახურება მიიღოს. დღეს მაღაზიაში დგას რამდენიმე ბანკის ტერმინალი და საფინანსო ოპერაციები მათი მეშვეობით ხდება, ახლა ეს იქნება ტერმინალი, რომელსაც კონკრეტულ ბანკთან კონტაქტი აღარ ექნება, ამოიცნობს საბანკო ბარათებს და გადახდის ყველაზე იაფ, სწრაფ და ოპტიმალურ გზას თავადვე აირჩევს,"- აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პროექტის თანახმად, ცვლილების დანერგვის შემდეგ სავაჭრო ობიექტებში მომხმარებლებს აღარ ჰკითხავენ თუ რომელი ბანკის ბარათით იხდიან, რადგან ნებისმიერ პოსტერმინალით გადახდა უნდა განხორციელდეს სმარტ როუტინგის, ანუ ჭკვიანი მარშრუტიზაციის წესებით იმგვარად, რომ ამ გადახდის შესრულებას მაქსიმალურად დაბალი საკომისიო შეხვდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები