მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რუსული ავიაკოპანიების ფრენა, მოსკოვის ინტერესების გატარებას ნიშნავს - გიორგი კოდუა

63cfdee2900ea
გიგა ბენია
24.01.23 19:35
820
რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენას, "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი აფასებს. გიორგი კოდუა ფრენების დაწყებას ეწინააღმდეგება და დასძენს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ქართული კომპანიები რუსეთში ვერ გაფრინდებიან.

„რუსეთის სახელმწიფო არის სანქცირებულ და თუ ფრენები დაიწყება, ჩვენ არ შეგვეძლება ფრენების განხორციელება. ეს სალიზინგო კომპანიების მხრიდან აკრძალული გვაქვს. თვითმფრინავების მომწოდებლებთან კონტრაქტებით გვაქვს წინაპირობა, რომ ირანში, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეაში არ უნდა ვიფრინოთ. შესაბამისად, ამით სარგებელს მხოლოდ და მხოლოდ რუსული ავიაკომპანიები მიიღებს“, -აცხადებს გიორგი კოდუა.

BMG-ს კითხვაზე, თავად სანქცირებულ რუსულ კომპანიებს შეეძლებათ თუ არა საქართველოში ფრენები, კოდუა აღნიშნავს, რომ ეს საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული.

„ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება რა თქმა უნდა, მისცემს ამის უფლებას, ის რუსულ კომპანიებს ფრენებს არ აუკრძალავს. ვინაიდან დღესდღეობით კაპიტულაციაში ვართ და მთავრობის ნარატივია ომი გინდა? - არა მგონია საქართველოს მთავრობამ რამე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ კომპანიებს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში პრობლემა შეგვექმნება ევროპულ ქვეყნებთან, მაგრამ საქართველოს მთავრობა არა ევროპის, არამედ რუსეთის ინტერესებს დაიცავს“,-აცხადებს გიორგი კოდუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები