მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რუსული დენის ვაჭრობით დაკავებული კომპანიის შემოსავალი გაორმაგდა

63b6813b6b2ad
BM.GE
05.01.23 12:13
1146
საქართველოში რუსული ელექტროენერგიით ვაჭრობისთვის კომპანია “ინტერ რაო საქართველო” 2019 წელს დაფუძნდა. მასში 50.01%-იან წილს რუსული ენერგოგიგანტი ფლობს, ხოლო 49.99%-იანი წილი შპს “ლუქს ენერჯი ჰოლდინგს” ეკუთვნის.

“კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული ელექტროენერგიის რეალიზაციას საქართველოში, სომხეთსა და თურქეთში,” - ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

2021 წელს კომპანიის შემოსავალი გაორმაგდა და მან 107.9 მილიონ ლარს მიაღწია. გაოთხმაგებულია კომპანიის წმინდა მოგებაც და მან 16 მილიონი ლარი შეადგინა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის დირექტორია ვახტანგ ამბოკაძე, რომელიც 2019 წლის ჩათვლით სახელმწიფო კომპანია “ესკოს” დირექტორი იყო. ამასთანავე, კომპანია "ლუქს ენერჯი ჰოლდინგის" 100%-იან წილსაც ვახტანგ ამბოკაძე ფლობს. 

2022 წელს საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან 658 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, 2021 წელს კი ეს რაოდენობა 1 მილიარდ კილოვატ საათს აღემატებოდა.