მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები შემცირდა - საქსტატის მონაცემები

სიმინდი

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 113.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის (ექსპრეს) მაჩვენებელთან შედარებით 12.8%-ით (16.6 ათასი ჰექტარით) ნაკლებია.

საქსტატის ექსპრეს მონაცემებით, კლება ფიქსირდება საგაზაფხულო კულტურების ყველა ძირითად ჯგუფში:

ყველაზე მეტად მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურების ნათესები შემცირდა - 14.4%-ით, 90.1 ათასიდან 77.1 ათას ჰექტარამდე;

მათ შორის, სიმინდის ფართობმა 60.8 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (70.4 ათასი ჰა) 13.6%-ით ნაკლებია.

ამასთან, 8.8%-ით (27.3-დან 24.9 ათას ჰექტარამდე) შემცირდა კარტოფილისა და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების, ხოლო 9.7%-ით (12.4-დან 11.2 ათას ჰექტარამდე) - სხვა კულტურების ნათესი ფართობები.

ბოლო წლების სრული სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოში საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები შემცირების ტენდენციით ხასიათდება:

  • 2020 წელი: 150.5 ათასი ჰა
  • 2021 წელი: 147.6 ათასი ჰა
  • 2022 წელი: 148.7 ათასი ჰა
  • 2023 წელი: 137.1 ათასი ჰა
  • 2024 წელი: 130.3 ათასი ჰა
  • 2025 წელი: 130.4 ათასი ჰა

2020–2025 წლების პერიოდში საგაზაფხულო კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 150.5 ათასიდან 130.4 ათას ჰექტარამდე, ანუ 13.4%-ით შემცირდა.

აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა მარცვლოვანი კულტურების (მათ შორის სიმინდის) კლება - 2020 წელს არსებული 82.4 ათასი ჰექტარიდან 2025 წელს 71.0 ათას ჰექტრამდე.

საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები (ათასი ჰექტარი)

კულტურა 2020 2021 2022 2023 2024 2025 2026 1H
საგაზაფხულო კულტურები 150,5 147,6 148,7 137,1 130,3 130,4 113,1
მათ შორის:
მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურები (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები) 102,1 100,6 100,3 93,4 90,9 90,2 77,1
მათ შორის სიმინდი 82,4 79,4 80,5 74,4 70,0 71,0 60,8
კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები 31,5 30,8 29,7 27,8 25,7 26,9 24,9
სხვა კულტურები 16,9 16,2 18,7 15,9 13,8 13,3 11,2

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები