მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში საშუალო ხელფასი ბოლო ერთ წელიწადში 249 ლარით, 2466 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

ლარები

საქსტატმა 2025 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით საქართველოში საშუალო ხელფასების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში დაქირავებულთა საშუალო ანაზღაურება თვეში 2466 ლარს შეადგენდა, რაც ერთწლიან ჭრილში 249 ლარით, ანუ 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საშუალო ხელფასები მოიცავს მთლიან დარიცხულ ხელფასს, შესაბამისად ხელზე ასაღები საშუალო ხელფასის გამოსათვლელად საჭიროა მას საშემოსავლო გადასახადის სახით 20% გამოაკლდეს, რაც ამ შემთხვევაში 493 ლარს შეადგენს, შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით საშუალო ხელფასი 1973 ლარს შეადგენს.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4373.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 9.1 პროცენტით), საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 3498.4 ლარი;
• მშენებლობა - 3938.9 ლარი (გაიზარდა 17.2 პროცენტით), საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 3151.2 ლარი;
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 3747.7 ლარი (გაიზარდა 11.1 პროცენტით), საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 3151.2 ლარი;
• სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 3386.5 ლარი (გაიზარდა 31.8
პროცენტით), საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 2998.4 ლარი.

"2025 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 952.5 ლარი, ხოლო კაცების - 2 978.9 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 173.9 ლარი (9.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 325.1 ლარი (12.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს,"- ნათქვამია სტატისტიკაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები