საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.9%-ით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა - ამის შესახებ საქსტატი წერს.
უწყების ცნობით, ხელფასების მატება თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ანაზღაურება კვლავ საფინანსო/სადაზღვევო სფეროსა (4 123.6 ლარი) და ინფორმაცია-კომუნიკაციის სექტორშია (4 042.6 ლარი).
მონაცემები აჩვენებს, რომ გენდერული დაშლით კაცების საშუალო ხელფასი (2 586.5 ლარი) კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება ქალებისას (1 743.4 ლარი), ხოლო რეგიონულ ჭრილში ყველაზე მაღალი ანაზღაურება ქალაქ თბილისში ფიქსირდება (2 565 ლარი).
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს არასახელმწიფო (კერძო) სექტორში საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე სახელმწიფო სექტორში:
- არასახელმწიფო სექტორი: 2 301.0 ლარი (გაიზარდა 8.7%-ით);
- სახელმწიფო სექტორი: 1 895.4 ლარი (გაიზარდა 12.8%-ით).
სხვაობა: 2025 წელს სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი არასახელმწიფო სექტორთან შედარებით 405.6 ლარით (17.6%-ით) ნაკლები იყო.
























