მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს მენეჯერულ პოზიციაზე საშუალო ხელფასი ₾3 609 იყო | საქსტატი

ხელფასი

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა და 3 609 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე - 1 132 ლარი.

ამ მაჩვენებელს საქსტატი ხუთ წელიწადში ერთხელ ითვლის, 2021 წელთან შედარებით მენეჯერთა საშუალო ხელფასი ნომინალში 49%-ით გაიზარდა.

სქესის მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 2 713 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი - 4 312 ლარით.

2025 წელს დამსაქმებლების საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 26 671 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.4% შრომის ანაზღაურება იყო, ხოლო 2.6% - სხვა დანახარჯები (სოციალური უზრუნველყოფა, კადრების მომზადება და გადამზადება, კულტურულ-საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი და სხვა ღონისძიებები).

საქმიანობის სახეების მიხედვით, საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში იყო და 51 494 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი - სხვა სახის მომსახურების სფეროში და 14 537 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო სექტორში, არასახელმწიფო სექტორთან შედარებით სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური დანახარჯები 17.7 პროცენტით ნაკლებია და შესაბამისად 23 329 და 28 353 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები