მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში, საშუალოდ, $100 მილიონს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და €100 მილიონს-ევროკავშირიდან - კობახიძე

კობახიძე

"ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საშუალოდ 100 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და დაახლოებით 100 მილიონ ევროს - ევროკავშირიდან, ეს იყო ძირითადად NGO-ების დაფინანსება, რაც არათუ სახელმწიფოს არ ხმარდებოდა, პირიქით, სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ფული რომ დაეხარჯათ რეალურად საქართველოზე, მის ფეხზე დაყენებას არაფერი არ სჭირდებოდა.

„მთელი უკრაინის ეკონომიკა არის დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი. ძალიან კარგად, ვინც ერკვევა ოდნავ მაინც ეკონომიკაში, კარგად იცის, რომ 200 მილიარდიან ეკონომიკაში ტრილიონებს არავინ არ ხარჯავს, მათ შორის აღდგენაზე. არ სჭირდება ტრილიონები აღდგენას, როცა შენი ეკონომიკა არის 200 მილიონი დოლარი. აბსურდია, ზოგადად აქ დეტალებში არც მინდა შევიდე. აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ პრაქტიკას. მოლდოვის მაგალითი ავიღოთ. მე არ ვიცი არც ერთი შემთხვევა, სადაც კონკრეტული ძალები, ე.წ. დიფ სთეითი და მისი გავლენით მოქმედი სტრუქტურები შევიდნენ და ქვეყანა ააყვავეს. ასეთი მაგალითი არ არსებობს. მოლდოვა არის ქვეყანა, რომლის მოსახლეობა არის დაახლოებით 3 მილიონი არც კი. ძალიან მცირე მოსახლეობა აქვს მოლდოვას და იცით, ათასი ხმამაღალი განცხადება გაკეთდა მოლდოვასთან დაკავშირებით, აავსეს სესხებით და ეს სესხები მოგვიანებით მოლდოველი ხალხის გასასტუმრებელი იქნება. რა ხდება ამ დროის განმავლობაში - ბოლო 3 წლის განმავლობაში მოლდოვის რეალური ეკონომიკა შემცირდა. ერთმანეთს რომ შევადაროთ საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკები, ჩვენ მოლდოვას გავასწარით ამ პერიოდის განმავლობაში 13,5 მილიარდი დოლარით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

სად ნახა ვინმემ მოლდოვის აყვავება? სადაც აგენტურა მართავს ქვეყანას, იქაც კი არასდროს „დიფ სთეითი“ არ ზრუნავს შესაბამისი ქვეყნის ფეხზე დაყენებაზე. მოლდოვის მაგალითი არის საუკეთესო მაგალითი. მიდგომა რა არის, რომ შეიძლება შენი ხალხი მართავდეს ქვეყანას, მაგრამ ის ხელისუფლებაც არ უნდა იყოს ბოლომდე წელში გამართული. იგივე მაგალითი იყო საქართველოს ხელისუფლების მაგალითიც. იცით, რომ სააკაშვილი იყო ჩვეულებრივი უცხოელი აგენტი, პირდაპირ გარედან იმართებოდა და ყველა დავალებას ასრულებდა, მათ შორის ომი დაიწყო 2008 წელს გარე დავალებით, მაგრამ იქაც რა ხდებოდა, ისეთ დავალებებს აძლევდნენ, რომლის შესრულების შემდეგ ის ხელისუფლება ვერასდროს იქნებოდა წელში გამართული. ვგულისხმობ რას - ეს იყო მაგალითად, ის მდგომარეობა, რაც იყო ციხეებში, ეს იყო ომის დაწყების დავალება, ეკონომიკაც, როგორც მოგეხსენებათ, არ ყვაოდა იმ პერიოდში და იცით, რომ დაახლოებით 28 მილიარდი ლარი იყო საქართველოს ეკონომიკა მაშინ, როდესაც დღეს 100 მილიარდ ლარს უკვე კარგად გადავაჭარბეთ. ანუ აგენტურაც კი არ უნდა იყოს ფეხზე ძლიერად, რომ რაღაც თავში არ გადაუტრიალდეს. ეს არის მარტივი მიდგომა. ხომ ამბობენ, რომ მოლდოვასთან ყველაფერი კარგად აქვთ, მოლდოვის ფეხზე დაყენებას არ სჭირდება არაფერი. რა ფულსაც ყრიან სხვა მიმართულებით, რა ფულს იხდიან მაგალითად უკრაინის ომის დაფინანსებაში, იგივე ფული რომ დაეხარჯათ უკრაინის აღორძინებაზე თავის დროზე, ვიდრე ეს ომები დაიწყებოდა, უკრაინა დღეს იქნებოდა ბოლომდე წელში გამართული ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სჭირდებოდა კაპიკები იმასთან შედარებით, რა ფულიც იხარჯება დღეს მაგალითად უკრაინაში ომის დაფინანსებაზე. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ომი არ არსებობდა და ეს თანხები თეორიულად მოხმარდა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წელში გამართვას, ეკონომიკის ფეხზე დაყენებას, რა თქმა უნდა, უზარმაზარი ეფექტი ექნებოდა ამ ყველაფერს. მაგრამ მიდგომა არის ასეთი, რომ მნიშვნელობა არ აქვს, შენი აგენტურა მართავს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანას, არც ერთი სახელმწიფო და არც ერთი ხელისუფლება არ უნდა იდგეს ფეხზე. სინამდვილეში არავინ დახმარებია რეალურად ჩვენს ქვეყანას მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც. მოლდოვაზე ამბობენ, რომ ყველაფერი დალაგებული აქვთ, არაფერს აკეთებენ შეგნებულად იმისათვის, რომ მოლდოვა დადგეს ფეხზე. 13,5 მილიარდი დოლარით გავასწარით ეკონომიკაში, სხვაობა გავზარდეთ მოლდოვასთან ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. რატომ? მათი ხალხია ხელისუფლებაში, „დიფ სთეითის“ ხალხია ხელისუფლებაში, მაგრამ იმ ხელისუფლებამაც არ უნდა იგრძნოს ოდნავი დამოუკიდებლობაც კი. ეს არის ძალიან მარტივი მიდგომა. ამიტომ არის, რომ რა ხდებოდა რეალურად, ხარჯავდნენ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ 100 მილიონ დოლარს USAID-ის ხაზებით, ყოფილი ადმინისტრაციიდან ამერიკიდან, და ერთ ამდენივეს, დაახლოებით 100 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ, ევროს, ევროკავშირიდან. რაც სახელმწიფოს არ ხმარდებოდა, ეს იყო ძირითადად NGO-ების დაფინანსება, რაც არა თუ სახელმწიფოს არ ხმარდებოდა, პირიქით, სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არაფერსაკეთებდნენ ქვეყნის ფეხზე დაყენებისთვის, იგივეს აკეთებენ ზუსტად ახლა მოლდოვაში, რომელიც არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში. სამი წლის მაჩვენებელი რომ ავიღოთ, რეალური ეკონომიკა მოლდოვაში შემცირდა და ნომინალური ეკონომიკა იზრდება მხოლოდ მაღალი ინფლაციის ხარჯზე. მოლდოვის დახმარება რომ სდომოდათ, მოლდოვის ეკონომიკა დღეს იქნებოდა წელში გამართული, მაგრამ არ აკეთებენ რატომ, სადაც შენი ხალხია, იქაც კი არ უნდა დაეხმარო სახელმწიფოს იმისათვის, რომ არავინ იგრძნოს დამოუკიდებლობის გემო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები