მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა

5e876e928ab9b
თამთა ჯიჯავაძე
03.04.20 21:02
1086
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის არის სასწრაფოს ერთ–ერთი ექიმი. ამის შესახებ ინფორმაცია "ტვ პირველის" ეთერში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და დახმარების ცენტრის დაგეგმარების ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ დაადასტურა. 

"ეს არის ადამიანი, რომელიც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უმცროსი ექიმია. აღნიშნული პირი დაინფიცირდა მისი მეუღლისგან, რომელიც წარმოადგენს ეროვნული ბანკის კლასტერს. მას გამოუვლინდა სიმპტომები გუშინ. ხოლო დღეს უკვე მოთავსებულია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში", – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური.

"აღნიშნული პირი ბოლოს მორიგეობას ეწეოდა 31 მარტს. ხოლო სიმპტომები დაეწყო გუშინ. ვისაც კი მასთან კონტაქტი ჰქონდა მოთავსებულია თვითიზოლაციაში", – აღნიშნა ამირან გოგიტიძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 148 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები