საქართველოს სატაცური იმპორტი გაეზარდა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანამ $24 ათასის ღირებულების 2 ტონა სატაცური შეიძინა, ხოლო 2024 წელს იმპორტი 1 ტონა შეადგენდა, ხოლო გადახდილი თანხა $14 ათასს. შედეგად, წელს სატაცურის იმპორტი 100%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება მთავარ იმპორტიორ ბაზრებს, საქართველოსთვის სატაცურის ლიდერი მომწოდებელი ნიდერლანდებია, რომლის წილიც მთლიან სატაცურის იმპორტში 50%-ს შეადგენს. ნიდერლანდების შემდეგ, პროდუქტის მინიმალური შესყიდვა მოხდა ირანიდან, ტაილანდიდან, ისრაელიდან და საფრანგეთიდან.
საქართველოში სატაცურის იმპორტის ტენდენცია ასეთია (2021-2024 წლები):
- 2024 წელი: $37 ათასი, 3 ტონა;
- 2023 წელი : $26 ათასი, 3 ტონა;
- 2022 წელი: $46 ათასი, 4 ტონა;
- 2021 წელი: $16 ათასი, 1 ტონა.
საქართველომ ყველაზე მეტი სატაცური 2022 წელს შეიძინა. უფრო კონკრეტულად, ქვეყანამ 46 ათასი დოლარის ღირებულების 4 ტონა სატაცური იყიდა.




























