6 თვეში საქართველომ სატრანზიტო ტრაილერების მომსახურებიდან 87,2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, ქვეყნის გზებით იანვარ-ივნისში 249,385 სატრანზიტო გადამზიდავმა ისარგებლა. წლიურად ზრდა უმნიშვნელოა და მხოლოდ 0.6%-ს შეადგენს.
რაც შეეხება უშუალოდ მაისის მონაცემს, ქვეყანაში 40,265 ტრაილერმა გაიარა, მათ ბიუჯეტში 14,092,964 ლარი გადაიხადეს, მაისთან შედარებით, ტრაილერების რაოდენობა შემცირებულია, მაისში ქვეყნის საზღვრები 46 ათასზე მეტ ტრანზიტულ სატვირთოს ჰქონდა გადაკვეთილი. თითო ტრაილერი საქართველოს გზით სარგებლობისთვის 350 ლარს იხდის.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს დერეფანში 519 997 სატვირთო ტრაილერმა გაიარა, გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 181 998 905 ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 42%-იან ზრდას აჩვენებდა.