მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საწვავი იაფდება - რომელ სადგურზე რა ღირს ბენზინი/დიზელი?

საწვავი

ივნისის შემდეგ საქართველოში საწვავის გაიაფება ივლისშიც გრძელდება. ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა, ივნისის განმავლობაში დიზელის საწვავზე ფასები 10-30 თეთრით შეამცირეს. ივლისის დასაწყისში კი ბენზინის და დიზელის საწვავი ქსელების მიხედვით 5-დან 10 თეთრამდე გაიაფდა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში ბოლოს საწვავის ფასი 4 ივლისს შეიცვალა და ბენზინი 6-8 თეთრით გაიაფდა.

"გალფმა" საწვავის გაიაფება დიზელის ტიპის საწვავის ფასის შემცირებით მაისის ბოლოდან დაიწყო და ბრენდის გასამართ სადგურებში დიზელის ფასი 30 თეთრით შემცირდა. აღსანიშნია ისიც, რომ კომპანიამ 22 მაისს ფასები ბენზინზე დასწია. ეს იყო პირველი შემცირება 3-თვიანი მატების შემდეგ. კლება 2 თეთრი იყო.

შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

  • G-Force სუპერი - ₾4.09, კლება - 8 თეთრი;
  • G-Force პრემიუმი - ₾3.69, კლება - 8 თეთრი;
  • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.55, კლება - 8 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.55, კლება - 6 თეთრი;
  • G-Force ევრო დიზელი - ₾4.07;
  • ევრო დიზელი - ₾3.97;

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 8 ივლისს შეიცვალა. ამ შემთხვევაშიც ცვლილება შეეხო, როგორც ბენზინს ისე დიზელს, ფასი 6-9 თეთრით დაკორექტირდა.

დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

  • ეკო სუპერი - ₾4.12, კლება - 6 თეთრი;
  • ეკო პრემიუმი - ₾3.69, კლება - 9 თეთრი;
  • ეკო დიზელი - ₾4.17; კლება - 8 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾4.04; კლება - 8 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.55, კლება - 8 თეთრი;
  • დიზელ ენერჯი - ₾3.99; კლება - 8 თეთრი;

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში დიზელი 23 ივნისს 19-20 თეთრით გაიაფდა. დღეს, ამ ბრენდის სადგურებზე ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

  • ნანო სუპერი - ₾4.15;
  • ნანო პრემიუმი - ₾3.75;
  • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.60;
  • ევრო 5 დიზელი - ₾4.05;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.15;

Connect-ის ქსელში დიზელი 6 ივლისს 5-10 თეთრით გაიაფდა. თუმცა პირველად შემცირება 18 ივნისს ევროდიზელის საწვავზე დაფიქსირდა და 10 თეთრი იყო. ჯამში ივნისში ამ ტიპის საწვავი 20 თეთრით გაიაფდა. დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:

  • სუპერი - ₾3.80, კლება - 10 თეთრი;
  • პრემიუმი - ₾3.55, კლება - 5 თეთრი;
  • რეგულარი - ₾3.35, კლება - 5 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾3.95;
  • დიზელი - ₾3.70;

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.

Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

  • Efix სუპერი - ₾4.22;
  • Efix ევრო პრემიუმი - ₾3.78;
  • ევრო რეგულარი - ₾3.59;
  • Efix ევრო დიზელი - ₾4.09;
  • ევრო დიზელი - ₾3.99;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

  • Super ecto – ₾4.13;
  • Premium Avangard - ₾3.68;
  • Euro Regular - ₾3.53;
  • Euro Diesel - ₾4.12;

ოთხშაბათს ნავთობის ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშები განახორციელეს და ნედლი ნავთობის გაყიდვებზე სანქციები განაახლა. ამან გააძლიერა შიში, რომ მხარეებს შორის მიღწეული მყიფე ზავი შესაძლოა ირღვეოდეს და ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდება კვლავ შეფერხდეს.

Brent-ის ფასი ოთხშაბათს დილით 3.2%-ით გაიზარდა და ბარელზე 76.54 დოლარს მიაღწია. ამავე დროს, WTI-ის ფასი ასევე 3.2%-ით გაიზარდა და ბარელზე 72.72 დოლარი შეადგინა. მანამდე ორივე მარკის ნავთობის ფასი დაეცა და თითქმის იმ ნიშნულს დაუბრუნდა, რომელიც თებერვლის ბოლოს, ირანთან ომის დაწყებამდე იყო დაფიქსირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები