მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში "Scania საქართველოს" ფილიალი გაიხსნა

scania

Georgian Truck Company-მ, რომელიც "ამბოლის" შვილობილი კომპანიაა და შვედურ ბრენდს Scania-ს საქართველოში ექსკლუზიურად და ოფიციალურად წარმოადგენს, პირველი ფილიალი თბილისის შემოვლით გზაზე გახსნა.

"Scania საქართველოს" ოფიციალური გახსნის ფარგლებში თბილისს, Scania აზიის ბორდის წევრები სტუმრობდნენ. შედგა შეხვედრები Georgian Truck Company-ის მენეჯმენტთან, სადაც ორმხრივი პრეზენტაციები და ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორობის გაძლიერებასა და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობას.

Scania ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორი არტურ სზაფრანი: "არის იღბლიანი მომენტები, და ეს იყო იღბლიანი მომენტი ჩვენთვის და Georgian Truck Company-ისთვის (GTC). ჩვენ ვეძებდით პარტნიორს აქ, საქართველოში, ხოლო Georgian Truck Company-ს სურდა საოპერაციო საქმიანობის გაფართოება სატვირთო ავტომობილებით. ამიტომ ჩვენ შევხვდით საჭირო დროსა და საჭირო ადგილას. საქართველოში Scania-ს ყველა პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი. ვგულისხმობ სატვირთოებს, ავტობუსებს, სამრეწველო ძრავებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მომხმარებლის მომსახურება და ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური სერვისი, არამედ პროგრამული უზრუნველყოფა, კავშირი და ლოგისტიკური სერვისები, რომელთა შეთავაზებაც შეგვიძლია. ასე რომ, ეს არის მთლიანი პაკეტი, რომელსაც მომხმარებელი მიიღებს."

Scania საქართველოს ახალ ფილიალში მომხმარებელს მათთვის სასურველი სპეციფიკაციის სატვირთო ავტომობილების შეძენა და კვალიფიციური მომსახურების მიღება უკვე შეუძლია. გარდა ამისა, მომხმარებელს ფილიალში ასევე სათადარიგო ნაწილების დიდი არჩევანი და Scania-ს ორიგინალი საცხებ-საპოხი მასალები დახვდებათ.

ფილიალში შესაძლებელია ისეთი სერვისებით სარგებლობა, როგორებიცაა: ძრავისა და გადაცემათა კოლოფის, სავალი ნაწილის შეკეთება, ჰაერის სისტემის შემოწმება და სრული ელექტრო დიაგნოსტიკა.

ინფორმაციისთვის, Scania შვედური კომპანიაა, რომელიც 130 წელზე მეტია, აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სატვირთო ავტომობილებს, ავტობუსებსა და ინდუსტრიულ ძრავებს. ბრენდი ცნობილია ინოვაციებითა და ეფექტური სატრანსპორტო ეკოსისტემით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები