მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სიღარიბის დონის შემცირებისათვის ყველაზე დიდ დაბრკოლება  უნარების შეუსაბამობაა - PMC

სიღარიბე

„საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ შეფასების კვლევაში მონაწილე ეკონომისტების 70% თვლის, რომ სიღარიბის დონის შემცირებისათვის მაღალი ან ძალიან მაღალი საფრთხედ უნარების შეუსაბამობაა.

„საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ PMC კვლევითი ცენტრის პროდუქტია. ამ ბიულეტენში განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით. აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა ჩატარდა 2023 წლის სექტემბერში. კვლევაში 60 ეკონომისტი იღებდა მონაწილეობას.

მსოფლიო ბანკმა პუბლიკაციაში „ქვეყნის სისტემური დიაგნოსტიკა საქართველოსთვის“ ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლებიც ხელს უშლის ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას. ეკონომისტებმა სწორედ ამ კრიტერიუმებით შეაფასეს პუბლიკაციაში საქართველოს გამოწვევები.

მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების არასაკმარისი შექმნა ასევე მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ მიიჩნია გამოკითხულ ეკონომისტთა 70%-მა.

რესპონდენტთა 64%-მა მიგრაციისა და მოსახლეობის დაბერების გამო შემცირებული სამუშაო ძალა ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებისათვის მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ შეაფასა.

გამოკითხულ ეკონომისტთა 35%-მა მედიკამენტების მაღალი ფასი და პირველადი ჯანდაცვის არასაკმარისი დაფინანსება მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ დაასახელა.

გამოკითხულ ეკონომისტთა უმრავლესობა (59%) ფიქრობს, რომ სოციალური პროგრამების ნაკლებობა სიღარიბის დონის შემცირებისათვის მხოლოდ ზომიერ საფრთხეს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები