მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში 9 600 ლარზე მეტი ხელფასი დასაქმებულთა მხოლოდ 3.8%-ს აქვს - PMCG

ხელფასი

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით არის გაზრდილი იმ პირთა რაოდენობა, რომელიც ხელფასს იღებენ. მონაცემი ასევე 5.8%-ით არის გაზრდილი 2021 წლის დეკემბერთან შედარებითაც.

კვლევის მიხედვით, 600-1199 ლარი ხელფასი ყველაზე მეტ, 310 ათას დასაქმებულს აქვს, 225 ათას ადამიანს აქვს 1200-2399 ლარი, 228 ათას ადამიანს 2400+ ლარი, ხოლო 0-599 ლარი 169 ათას ადამიანს.

სახელფასო სარგოს მოცულობები კი, შემდეგია:

  • 2023 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ, 13.5%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
  • 2023 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, 39.4%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
  • 2023 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, 3.8%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები