მაისში, თვიურად ხელფასის მიმღები ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. PMC-ის კვლევითი ცენტრის საქართველოში დასაქმების თრექერის მაისის მონაცემებით, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.6%-ით არის გაზრდილი.
სახელფასო ანაზღაურების მოცულობის მიხედვით კი აღნიშნულ პერიოდში 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, მოსახლეობის 14.9% იღებდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.4 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
ამასთან, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, 27.0%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ხოლო 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, მოსახლეობის 2.4% იღებდა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.0 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.