მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვეში 9 600 ლარზე მეტი ხელფასის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა - PMCG

დასაქმება

2024 წლის ნოემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა.

PMCG დასაქმების თრექერს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის ნოემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.2%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3%-ით არის გაზრდილი.

0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს ნოემბერში საერთო რაოდენობის 16.4% იღებდა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს თვიური ხელფასის მიმღები პირების საერთო რაოდენობის 28.7% იღებდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს 2.4% იღებდა. ამ ადამიანების რაოდენობა 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები