მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სისტემური რეფორმები და გამჭვირვალობა ახლა ისე საჭიროა, როგორც არასდროს - მიშელი

6489c4aac1975
მარიამ ვარადაშვილი
14.06.23 17:48
440
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელეს შეხვდა. როგორც პრემიერი ტვიტერზე წერს, ღარიბაშვილმა მიშელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგაზმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭრისთვის”,- წერს ღარიბაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ტვიტერზე შარლ მიშელმაც დაწერა: "კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბრიუსელში ბატონო პრემიერო. ისტორიული ევროპული პერსპექტივით შესაძლებლობა გაქვთ მოხაზოთ ახალი ტრაექტორია საქართველოსთვის, თაობებისთვის. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა საჭიროა ისე როგორც არასდროს".

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა. მოსალოდნელია, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისია გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები