მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო

5e5e01ddb422e
დავით ჯალაღონია
03.03.20 10:55
822
საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო. ფაშინიანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა იმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები. შეხვედრის დასრულებისთანავე გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

სომხეთის პრემიერი, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები