მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში სუფრის ყურძენზე დიდი მოთხოვნა არ არის" - მევენახე

ყურძენი

„საქართველოში სუფრის ყურძენზე დიდი მოთხოვნა არ არის“, - ამის შესახებ BM.GE-სთან მევენახე, კოტე კვერნაძემ ისაუბრა.

მევენახეს ვენახები სოფელ სართიჭალაში, 30 ჰა-ზე აქვს გაშენებული და მხოლოდ სუფრის ყურძნის წარმოებით არის დაკავებული. მისივე თქმით, წელს მოსავლიანობა ჰექტარზე 20 ტონას შეადგენდა და თითქმის 100%-ივე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდეს.

„მე სუფრის ყურძენს ვაწარმოებ. მოსავლიანობა ჰექტარზე დაახლოებით 20 ტონა მქონდა და ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე, კერძოდ „ორი ნაბიჯის“ ქსელურ მარკეტებში გავყიდეთ. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს, წელს ექსპორტი ჩვენი წარმოების 1%-საც კი არ შეადგენდა, საექსპორტო ბაზარი გალფის ქვეყნები იყო.

თუ საქართველოს ბაზარზე მოთხოვნა იქნება, შეიძლება კიდევ ცოტათი გავიზარდოთ, მაგრამ სუფრის ყურძენზე დიდი მოთხოვნა არ არის“, - ამბობს კვერნაძე.

ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 2.9 მლნ აშშ დოლარის 1,903 ტონა ყურძენი იყიდა. გასული წლის საანგარიშო პერიოდში კი, 2.7 მლნ აშშ დოლარის 2,232 ტონა. საუბარია, ე.წ. სუფრის ყურძენზე.

თანხობრივ ჭრილში ყველაზე მეტი პროდუქტი ირანიდან შემოვიდა, რაოდენობრივად კი, სომხეთიდან.

მიმდინარე წლის 7 თვეში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

  • ირანი - $943.2 ათასის 479.2 ტონა;
  • სომხეთი - $517.8 ათასის 551.5 ტონა;
  • უზბეკეთი - $507 ათასის 290 ტონა;
  • ნიდერლანდები - $336.1 ათასის 96.6 ტონა;
  • თურქეთი - $308 ათასის 282.3 ტონა;
  • ჩინეთი - $235.7 ათასის 171.6 ტონა;
  • ინდოეთი - $49.9 ათასის 26 ტონა;
  • ლიეტუვა (ლიტვა) - $12.1 თასის 4 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - $5.2 ათასის 1.5 ტონა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები