მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 1 903 ტონა ყურძენი იყიდა(2024) - იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი

ყურძენი

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 2.9 მლნ აშშ დოლარის 1,903 ტონა ყურძენი იყიდა. გასული წლის საანგარიშო პერიოდში კი, 2.7 მლნ აშშ დოლარის 2,232 ტონა. საუბარია, ე.წ. სუფრის ყურძენზე.

თანხობრივ ჭრილში ყველაზე მეტი პროდუქტი ირანიდან შემოვიდა, რაოდენობრივად კი, სომხეთიდან.

მიმდინარე წლის 7 თვეში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

  • ირანი - $943.2 ათასის 479.2 ტონა;
  • სომხეთი - $517.8 ათასის 551.5 ტონა;
  • უზბეკეთი - $507 ათასის 290 ტონა;
  • ნიდერლანდები - $336.1 ათასის 96.6 ტონა;
  • თურქეთი - $308 ათასის 282.3 ტონა;
  • ჩინეთი - $235.7 ათასის 171.6 ტონა;
  • ინდოეთი - $49.9 ათასის 26 ტონა;
  • ლიეტუვა (ლიტვა) - $12.1 თასის 4 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - $5.2 ათასის 1.5 ტონა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები