მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველომ $4.5 მილიონის ყურძენი იყიდა - მთავარი მომწოდებელი უზბეკეთია

ყურძენი

წელს საქართველომ 4.5 მილიონი აშშ დოლარის 3 243 ტონა ყურძენი იყიდა. იმპორტის ღირებულება გასული წლის 8 თვესთან შედარებით 17%-ით შემცირდა, რაოდენობა კი 21%-ით. ძირითადად საუბარია ე.წ სუფრის ყურძენზე.

bm.ge გთავაზობთ ყურძნის იმპორტიორი TOP-5 ქვეყნის ჩამონათვალს:

  • უზბეკეთი - 2.08 მლნ აშშ დოლარის 1 269 ტონა;
  • სომხეთი - 1.3 მლნ აშშ დოლარის 1 430 ტონა;
  • ირანი - 470.32 ათასი აშშ დოლარის 240.8 ტონა;
  • ნიდერლანდები - 414.7 ათასი აშშ დოლარის 100.2 ტონა;
  • თურქეთი - 169.5 ათასი აშშ დოლარის 172.1 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს 8 თვეში, საქართველომ 237.1 ათასი აშშ დოლარის 132.3 ტონა ყურძენი გაყიდა, თითქმის იგივე მოცულობა რაც 2025 წლის საანგარიშო პერიოდში. კლება 0.8%-ია. ძირითადი საექსპორტო ბაზრები კი სომხეთი, რუსეთი და აზერბაიჯანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები