საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში სულ 717 რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ რაოდენობაში შედის, როგორც სათაო, ისე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფილიალები.
ამ რაოდენობიდან ჯერჯერობით გაუგებარია, რომელი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საშუალებით გაათეთრეს 624 მლნ დოლარი და 35 მლნ ევრო. შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფულის გათეთრების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, რომელმაც პროკურატურის ვერსიით, დანაშაულის ჩადენისთვის მის საკუთრებაში არსებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გამოიყენა. უწყებას არც ამ პირის ვინაობა და არც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სახელი არ დაუსახელებია.
მანამდე კი, კერძოდ, მიმდინარე წლის 8 ივლისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებების თანახმად, სებ-მა რამდენიმე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააჯარიმა. დაჯარიმების ძირითადი მიზეზი კი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების დაგვიანებით წარდგენა იყო.
სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, სადაც 717 რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტია, მასში კვლავ იძებნება ყველა დაჯარიმებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სახელი, გარდა ერთისა.
შემოგთავაზებთ, 8 ივლისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით დაჯარიმებული პუნქტების სიას:
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს "ტასო 2023" 3 000 ლარით დაჯარიმდა - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს "პ 360 02" 3 000 ლარით დაჯარიმდა - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს "ვიპ-კრედიტი" 3 000 ლარით დაჯარიმდა - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს "გიგა 1974" 6 000 ლარით დაჯარიმდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარუდგენლობის გამო.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ინდივიდუალური მეწარმე "თენგიზ გუგუმბერიძე" 3 000 ლარით დაჯარიმდა - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო.




























