მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში თევზის წარმოება ბოლო წლებია მცირდება|აკვაკულტურის სტატისტიკა

აკვაკულტურა

საქართველოში თევზის წარმოება მცირდება. საქსტატის პუბლიკაციის თანახმად, 2025 წელს ქვეყანამ 2 445 ტონა თევზი აწარმოვა, რაც მცირედით ნაკლებია 2024 წლის 2 452.5 ტონაზე. გასული წლების მონაცემები კი აჩვენებს, რომ 2022 წლიდან მოყოლებული კლების ტენდენცია ფიქსირდება.

გასულ წელს ორაგულისებრთა წარმოება შედარებით გაზრდილია და 1 213.6 ტონა შეადგინა, ხოლო კობრისებთა წარმოებამ იკლო 918.1 ტონამდე.

თევზის წარმოება (ტონა)

რეგიონების მიხედვით წარმოებით ლიდერია შიდა ქართლი, რომელსაც კახეთი მოსდევს:

  • შიდა ქართლი – 921.1 ტონა
  • კახეთი – 911.6 ტონა
  • გურია – 155.1 ტონა
  • სამცხე-ჯავახეთი – 119.4 ტონა
  • იმერეთი – 97.5 ტონა
  • აჭარის ა/რ – 87.1 ტონა
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 44.4 ტონა
  • დანარჩენი რეგიონები – 109 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები