მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში წერტილი უნდა დაესვას არათანმიმდევრულობას“ - SavvY-ის მმართველი პარტნიორი

savvy

ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია SavvY-ის თანადამფუძნებლის და მმართველი პარტნიორის მარიამ ქოიავას აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას არათანმიმდევრულობას. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას.

„ბიზნესს არ უყვარს არათანმიმდევრულობა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ხშირად ვაწყდებით. შეიძლება, კომპანიას დღეს ერთი უნდა, ხვალ - სხვა და ეს არაა გამოწვეული გააზრებული, სტრატეგიული ნაბიჯიდან გამომდინარე ან ვთქვათ იგივე სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაფუძნებით, ეს არის უბრალოდ არათანმიმდევრული კომპანიის ხასიათი, რაც ხშირად ქმნის პრობლემებს არა მხოლოდ ინვესტორებთან, არამედ მომხმარებელთან, მომწოდებელთან და სხვა პარტნიორებთან. ამდენად, არათანმიმდევრულობას წერტილი უნდა დაესვას“, - თქვა მარიამ ქოიავამ.

ამასთან, SavvY-ის მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ ქვეყანას ეკონომიკური გაძლიერებისთვის და განვითარებისთვის  გლობალური ხედვის ჩამოყალიბება სჭირდება.

„სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ხშირად ვეჩეხებით იმ ფაქტს, რომ ჩაკეტილები ვართ; ვინაიდან მოშორებული ვართ  განვითარებული ქვეყნებისგან, გვგონია,  რომ გლობალურ ეკონომიკაში ჩართვა შეუძლებელია. შესაბამისად, ვისურვებდი, ყველა დონეზე გლობალური ხედვა გვქონდეს განვითარებული, რაც თუნდაც ინვესტიციების მოზიდვის ჭრილში დაგვეხმარება, რომ უფრო წარმატებით ვემუშაოთ საერთაშორისო ინვესტორებს“, - აღნიშნა მარიამ ქოიავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები