მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წერტილი უნდა დაესვას კომუნისტურ აზროვნებას - ამირან ამბროლაძე

თავისუფალი სკოლა

„საქართველოში წერტილი უნდა დაესვას კომუნისტურ აზროვნებას, რომელიც ძალიან გავრცელებულია“, - ასე უპასუხა „თბილისის თავისუფალი სკოლის“ დირექტორმა ამირან ამბროლაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

„საბჭოთა კავშირში დავიბადე; მე არ ვსწავლობდი, მაგრამ სკოლაში, უნივერსიტეტში მასწავლიდნენ კომუნისტურ იდეოლოგიას. ყველაფერი აბსურდი, რაც მე მაშინ მესმოდა, ახლა ვისმენ, ოღონდ განათლების სფეროში“, - განაცხადა ამირან ამბროლაძემ.

- საქართველოს განვითარებისთვის რა სჭირდება?

- განათლება. ჩვენ ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ორი ფაქტორია - ერთი გლობალიზაცია და მეორე სწრაფი განვითარება მეცნიერების და ორივე მიმართულია დაბალი კვალიფიკაციის ადამიანების საწინააღმდეგოდ. თუ დაბალი კვალიფიკაციის ვარ, შეიძლება, ვიღაც სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდეს და ჩემი ადგილი დაიკავოს - ესაა გლობალიზაციის შედეგი. მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იწვევს იმას, რომ შეიძლება, ბევრი პროფესია უბრალოდ გაქრეს. ამიტომ მე უნდა ვიყო კვალიფიციური, რომ სწრაფად შევძლო რეკვალიფიკაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები